|
2022-07-28 10:21:09, 1022 ნახვა
მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ენტონი ბლინკენს ლავროვთან საუბარი სურს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ომის დაწყების შემდეგ პირველად, სურს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან საუბარი,- აღნიშნულის შესახებ ბლინკენმა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ლავროვთან განიხილავს ორ ძირითად თემას: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხსა და თავისუფლება აღკვეთილი ადამიანების შესაძლო გაცვლას. გარდა ამისა, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება). ამასთან, რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზად იყო ამერიკელების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაეთავისუფლებინა, რომელიც 2012 წლიდან 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)