|
2022-07-27 15:00:49, 912 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - დეგნანი მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და რევოლუცია სურთ
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან და მის „მოთხოვნებთან“ დაკავშირებით „ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია.“ ყაველაშვილის მტკიცებით, ამერიკის ელჩი მხარს უჭერს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საქართველოში „რევოლუციური სცენარის განვითარება და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“ სურთ. "როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმრთლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რაღაცა სხვა რამეზე კიარ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანები, რომელთაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, გამონათქვამები, კიდევ რა ვთქვა ახლა, არ ვიცი, მერე შემდეგ, რომ… ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავთ იცი? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)