|
2022-07-26 13:59:10, 1105 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერის (ე.წ. გეგეშიძის ბაღის) განახლება-რეაბილიტაცია. მძიმე მდგომარეობა იყო, არსებული ინფრასტრუქტურა ყველანაირად განადგურებული იყო, მწვანე თარგები არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მოწესრიგდება. ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ასევე, განათებების ქსელი შეიცვლება, სარწყავი სისტემა მოეწყობა. ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა „ბურგერ ბარი“, რომელსაც ავიღებთ და ბაღში მეტი სივრცე გაჩნდება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. „რაც შეეხება ძეგლსა და პანოს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. საბოლოოდ კი, დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა შადრევანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)