16:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 21:51:02, 1323 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვგმობ კობახიძის გამოსვლას, ასეთი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე განცორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და “პოლიტიკურ სისუსტეს” უწოდებს.

როგორც ზურაბიშვილი “ფეისბუკზე” წერს, “ქართული ოცნების” დეპუტატის მხრიდან ამგვარი ქმედება უკიდურესი საქციელია, რაც ქვეყანას არ ეკადრება.

"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და მას პირის მოწმენდისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics