|
2022-07-21 09:40:02, 909 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი - დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანზე არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობას
დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანზე არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობას - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არსებულ შეურაცხმყოფელ რიტორიკას. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ისინი „ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ სწრაფვაში“ „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისთვის განკუთვნილ ღია წერილში აღნიშნავს, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკისგან დაფინანსებული თუ აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. ყაველაშვილი აღნშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უწყობენ ხელს მათგან დაფინანსებული თუ მათ მიერ მოწონებული „ენჯეოები“, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში „ეფესბეს“ ნარატივის გამყარებას.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)