18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-17 17:59:38, 1237 ნახვა

საზოგადოება
კინოს სახლში გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

თბილისის კინოს სახლში რეჟისორ გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „მთავარსარდლის დაბრუნება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფილმის გადაღება, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

„ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის გენერლის ოჯახის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული უნიკალური ვიდეომასალა, ასევე, მთავარსარდლის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების კადრები. ფილმში გენერალ გიორგი კვინიტაძის როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარლამ კორშია ასრულებს. სცენარის ავტორები არიან ბექა ონიანი და თენგიზ თხილავა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics