|
2022-07-14 11:16:37, 669 ნახვა
მსოფლიო
„ოჯახმა დაგვიპყრო“ - როგორ მიიყვანა ერთი დინასტიის 15 წლიანმა მმართველობამ შრი-ლანკა კრიზისამდე
რამდენიმე კვირის განმავლობაში შრი-ლანკაში მომიტინგეები სკანდირებდნენ "წადი სახლში, გოტა". ახლა შრი-ლანკის ყოფილი პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა, როგორც ჩანს, ნამდვილად ეძებს წასასვლელ ადგილს. მისი პირველი გაჩერება იყო მალდივები, თუმცა როგორც ირკვევა, არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება იყოს გაქცეული პრეზიდენტის საბოლოო დანიშნულება. რაჯაპაქსას ოჯახის დაცემა სანახაობრივი იყო. მან რეზონანსი გამოიწვია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ანალიტიკოსების თქმით, შრი-ლანკის მმართველი გახდა საყოფაცხოვრებო ფასების ზრდის გლობალური კრიზისის მსხვერპლი. შრი-ლანკის შემთხვევა , განსაკუთრებულია ყველა გაგებით, მასში არის გაკვეთილები ნებისმიერი ლიდერისთვის ან მომიტინგესთვის. ისტორია იწყება რაჯაპაქსას ძმით, მაჰინდა გოტობაიათი, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა 2005 წელს, საკუთარი თავის პროექციით, როგორც უბრალო კაცი სოფლის სამხრეთიდან, რომელიც დგას დედაქალაქ კოლომბოში, მეტროპოლიტენისა და დასავლური პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ. მან ასევე პირობა დადო, რომ დაასრულებს ათწლეულების მანძილზე მიმდინარე, სისხლიანი სამოქალაქო ომს ტამილ სეპარატისტთა წინააღმდეგ შრი-ლანკას ჩრდილოეთში. რაჯაპაქსების ოჯახი ცდილობდა შრი-ლანკის სინჰალური უმრავლესობის მხარდაჭერის ტალღის მოპოვებას და გაძლიერებას. ძალაუფლების გრძნობამ, ასევე უბიძგა რაჯაპაქსებს დაეხარჯათ უზარმაზარი, ნასესხები თანხები საეჭვო ღირებულების უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 2019 წელს, სწორედ გოტაბაიამ დაიბრუნა ძალაუფლება ოჯახისთვის, დაამარცხა გაყოფილი კოალიციური მთავრობა, ამომრჩევლებისათვის ძლიერი და ტექნოკრატიული ხელმძღვანელობის შეთავაზებით. რასაც არავინ ელოდა, იყო მისი სულ უფრო ავტოკრატიული მმართველობის სრული არაკომპეტენტურობა. შემცირდა გადასახადები, შემცირდა საპროცენტო განაკვეთები, მოიძიეს დიდი ახალი სესხები, დაიბეჭდა ფული - ეს ყველაფერი ზუსტად არასწორ დროს. Covid-მა ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კოლაფსი მოიტანა. გადაწყვეტილებამ შრი-ლანკაში სოფლის მეურნეობა მთლიანად ორგანული გამხდარიყო - ძირითადად სასუქის შეძენის უუნარობის გამწვანების მცდელობამ - დაანგრია მთელი სექტორი. მალე შრი-ლანკა სრულ ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლო. „გოტაბაია ძალიან არაკომპეტენტური პოლიტიკოსი იყო. ის გარშემორტყმული იყო შარლატანებით... უბრალოდ ბრძანებებს აძლევდა ხალხს. მას არ შეეძლო ვინმესთან მოლაპარაკება გარიგებების გაფორმება ან დროულად შეცვლა, ”- აცხადებს ალან კინანი, შრი-ლანკის უფროსი კონსულტანტი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში. სისტემური კორუფციის შესახებ ბრალდებები, ფასების ზრდა, ელექტროენერგიის შეწყვეტა და მედიკამენტების დეფიციტი. ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, ფინანსთა მინისტრისა და ათობით მაღალი თანამდებობის პირი, ყველა ერთი და იმავე ოჯახიდან. ეს შეიძლება არ იყოს რევოლუცია - შრი-ლანკას აქვს დემოკრატიის ხანგრძლივი და ჩამოყალიბებული ტრადიცია,მაგრამ ეს არის უზარმაზარი აჯანყება. ოჯახის ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში, მრავალი წლის განმავლობაში. ”რაჯაპაქსას რეპუტაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წაშლილია, თუ არა სამუდამოდ,” - თქვა კინანმა. სხვა კარგი ამბავი ის არის, რომ საპროტესტო მოძრაობამ გადალახა საზოგადოებრივი და კლასობრივი განხეთქილება შრი-ლანკაში ისე, როგორც ცოტას უნახავს ათწლეულების განმავლობაში. ოპტიმისტები ხედავენ ახალი ეროვნული ხედვისა და სულისკვეთების გაჩენის შესაძლებლობას. „ქუჩაში არის ენერგია, მაგრამ რთული იქნება მისგან გადასვლა შრი-ლანკას გამოჯანმრთელების რეალურ გზაზე“, - თქვა ჩარუ ლატა ჰოგმა Chatham House-დან.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)