|
2022-07-14 10:20:17, 939 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყება საუბარი, გამოდის, რაღაც განსაკუთრებული უნდათ ივანიშვილისგან
„დავიწყოთ იმაზე საუბრით ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს სანქციები. თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყებს ვინმე საუბარს, მაშინ ღრმავდება ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაც კონკრეტულს სთხოვენ მას“- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სანქციების დაწესება გამოიწვევს კონტრპროდუქტიულ შედეგს მათ შორის, დავით არახამიასთვის. „ყველამ იცის, არავითარი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ეს კარგად იციან თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეიძლება თეორიულად სანქციები დააწესონ. თუ ასეთი რამ თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ მისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეთ, ამას შეგნებულად არ ვიტყვით დღეს, მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იმიტომ, რომ ერთადერთი, ამით რაც შეიძლება მოხდეს გაიშიფრება გარკვეული ზრახვები, რაც საზოგადოებისთვის ის უკვე ბოლომდე ცხადი გახდება. ჩვენ ეს ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს. არახამია და მისნაირები ასეთი მცდელობებით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, პირიქით, საპირისპირო შედეგი შეიძლება მიიღონ. რეალურად ისინი რაღაცით და რაღაცის გამო იმუქრებიან, ერთგვარი შანტაჟის სახე აქვს ამ ყველაფერს და რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ შანტაჟს, ამაზეც საზოგადოებამ იმსჯელოს“- განაცხადა კობახიძემ.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)