|
2022-07-13 12:26:52, 768 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე ღობის პერიმეტრი გამწვანდა, მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 1073-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარიც დაიგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მულჩირების სამუშაოებიც განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავცრელებს. სამინისტროს ცნონით, ტერიტორიაზე, როგორც წითელი ნუსხის, ასევე დეკორატიული მოყვავილე და მარადმწვანე მოზრდილი მცენარეები დაირგო, მათ შორის, ძელქვა, თელა, წაბლი, ლაფანი, ელდარის ფიჭვი, ნეკერჩხალი, ირმის რქა, ხემარწყვა, ოლეანდრა შტამპზე, იაპონური სოფორა, ლიმონის კვიპაროსი ბურთის და სპირალის ფორმის, ფოტინია ბურთის ფორმის, ფიტოსპორუმი, ფშატი, წყავი, ღვია გართხმული, ტუია ნანა, იაპონური კვიდო, მინდვრის ნეკერჩხალი, ლოროპეტალუმი, ლავანდა ბურთის ფორმის, ჩიტავაშლა, წივანა, ჟასმინი და ნანდინა. „პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” 2021-2024 წლებში განხორციელდება, რომელიც დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტი 2 919 714 ევროა. პროექტის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ არსებული ეკოსისტემა შენარჩუნდეს და აღდგეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)