|
2022-07-12 10:28:20, 544 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელო რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის. ამასთან სამინისტროს ცნობით, ახლადგახსნილ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნენ. „სახელმწიფო პროგრამები ფარავს ლურჯი მოცვის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მხარს უჭერს არა მხოლოდ ბაღების გაშენებას და საწარმოების შექმნას, არამედ ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას იმისათვის, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია როგორც მეწარმეებისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლებიც ასეთი ტიპის საწარმოებში საქმდებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის კულტურა 1,300 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება კი, 23.9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)