13:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 12:40:02, 759 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ

პატრიარქის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეეძლოთ,- ამის შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

საკუთარ „ტვიტერზე" ზახაროვა კანადის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

„პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ“, - წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კანადის მთავრობამ რუსეთის 29 ფიზიკური და 15 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:  ზახაროვა, როსკომნადზორი, ჟურნალისტები და რუსეთის პატრიარქი.

გარდა ამისა, ოტავამ ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთიდან ოქროსა და ოქროს ნაწარმის იმპორტზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics