|
2022-07-08 10:49:14, 889 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი გურიის და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ. გურიის და აჭარის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა ურეკის კულტურის სახლში, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფიშვილი დაესწრნენ. გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ, ამ პერიოდში, მთავარი გამოწვევა უამინდობასთან დაკავშირებული რისკებია, რამაც, შესაძლოა, ფაროსანას და სხვა მავნებელ-დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით კი, თხილის მოსავლის დაზიანება გამოიწვიოს. გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და ადგილობრივი თვითმმართველობების როლს მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში. „შეხვედრაზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თხილის მოსავალთან დაკავშირებული რისკების საკითხები განვიხილეთ. თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ხარისხიანი და დიდი რაოდენობის მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია დადგენილი სქემის მიხედვით წამლობების ჩატარება. მინდა მოვუწოდო ფერმერებს, გააკეთონ მაქსიმუმი დარჩენილ პერიოდში, გამოიყენონ მშრალი ამინდები და ჩაატარონ წამლობები, მათ შორის, ფაროსანას წინააღმდეგ“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას მონიტორინგის, კონტროლის და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა რესურსი და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუდმივ რეჟიმში იმართება შეხვედრები მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - parosana.ge.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)