|
2022-07-06 12:11:32, 840 ნახვა
პოლიტიკა
კორტნი - არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ დროა საქართველოში ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რისი წინაშეც ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაშა, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია. „არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“ - ამბობს კორტნი. როგორც მან "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, ნატოში ინტეგრაციის გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება. „ნატოს წევრების დიდი უმრავლესობა, ასევე არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, რადგან საქართველომ ევროკავშირისგან ასეთი მკაფიო მითითებები მიიღო, თუ მას ნატოში შესვლა სურს, ვფიქრობ უნდა მიჰყვეს ევროკავშირის რჩევებს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ალბათ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ მზადაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს“ - განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)