|
2022-07-05 12:03:52, 1752 ნახვა
ეკონომიკა
"ბაზისბანკმა" სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისგან (EFSE) 15 მილიონი ევროს სუბორდინირებული სესხი მიიღო
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) და "ბაზისბანკის" პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. EFSE-ს მიერ გამოყოფილი 15 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებული სესხი კაპიტალის რესურსის გამყარებას მოხმარდება, რაც ბაზისბანკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბაზისბანკს მიაღწიოს დასახულ მიზანს - პოზიციონირდეს ქართული საფინანსო ბაზრის მე-3 უმსხვილეს მოთამაშედ. სუბორდინირებული სესხი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტია და კიდევ უფრო აძლიერებს "ბაზისბანკის" მთლიან კაპიტალსა და ლიკვიდურობას, რაც ბანკს მეტად მოქნილს ხდის და ხელს უწყობს ბაზარზე მის შემდგომ გაფართოებას. ბაზისბანკი, სტრატეგიის შესაბამისად, წარმატებით განაგრძობს ზრდის ამბიციური მიზნების განხორციელებას. "ბაზისბანკსა" და EFSE-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა 2019 წლიდან იწყება, როდესაც ფონდმა, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მრავალმხრივი კამპანია დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებას. ეს, თავის მხრივ, პასუხისმგებლიანი დაფინანსების მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ადგილობრივ მცირე მსესხებლებს გაცვლითი კურსის რყევების პირდაპირი რისკისგან იცავს. კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიცია 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელდა. "ბაზისბანკის" და EFSE-ის ერთობლივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ეკონომიკისთვის უფრო დიდი რესურსების გამოყოფას. EFSE-ის შესახებ EFSE საერთაშორისო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2005 წელს KfW განვითარების ბანკის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი მიკრო და მცირე საწარმოებში ინვესტირება და ამით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ მეზობელი რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა ამ სეგმენტის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ადგილობრივი პარტნიორების საშუალებით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ფონდი „EFSE განვითარების ფრთის“ მეშვეობით ადგილობრივი მეწარმეების და ინსტიტუტების ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არაფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. დეტალური ინფორმაცი ფონდის შესახებ www.efse.lu
'ბაზისბანკის' შესახებ ბაზარზე 28-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ბაზისბანკის ჰოლდინგი სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებსაც. 2022 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 2.8 მილიარდ ლარს აჭარბებს და ჯგუფი ბაზარზე არსებული ფინანსური ინსტიტუტების პირველ ოთხეულშია.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)