|
2022-07-03 12:09:28, 1024 ნახვა
საზოგადოება
ძველ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ძველ თბილისში, აბანოს ქუჩა N23-ის მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ადგილზე შესრულდა ხარაჩოებისა და დამცავი ბადის მოწყობა, აივნების ხის დაზიანებული ელემენტების დაშლა/განახლება, გაწმენდა, შეკეთება და მონტაჟი. ასევე, შეიცვალა ხის საყრდენი დგარები და მოეწყო საყრდენები. სახლს მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩაუტარდა, შეიღება ლითონის კონსტრუქცია და სახურავი სრულად შეკეთდა. ასევე, აივნებზე მოეწყო რიკულები. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სახლს აქამდე არ ჰქონდა საწვიმარი ღარები, რის გამოც სახურავიდან მომდინარე წვიმის წყალი აივნის ხის ელემენტებს აზიანებდა. რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყო წვიმის წყლის გადასაყვანი ღარები, რითაც აივნის ელემენტები დაცული იქნება მომდინარე ნალექისა და შემდგომი დაზიანებისგან. „აბანოს N23-ში მდებარე სახლი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი საცხოვრებლად უსაფრთხოა. ასევე, ვიზუალურად უფრო მშვენიერს ხდის მიმდებარე ტერიტორიას. ძველი თბილისის არსებული იერსახის შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, სახლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა“, - აღნიშნავს ბექა მიქაუტაძე. პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 106 000 ლარი დაიხარჯა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)