14:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 15:00:36, 1187 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ვფიქრობ, პუტინმა ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მიიღო, ის ამისთვის ემზადებოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინმა უკრაინასთან ომისთვის მზადება ერთი წლის წინ დაიწყო ამიტომ, აგრესორ ქვეყანას შეუძლია საომარი მოქმედებების წარმოება „დიდი ხნის განმავლობაში“,- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, თუმცა პუტინი ამას არ აღიარებს.

 "ვფიქრობ, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მიიღეს, ან შესაძლოა უფრო ადრე, რადგან ის ამისთვის ემზადებოდა. ასე რომ, ის შეძლებს ომის გაგრძელებას ძალიან დიდხანს დასავლეთის სანქციები გავლენას ახდენს რუსეთზე, თუმცა პუტინი ამას არ აღიარებს.ახლა ეს ემართება ქვეყანას, რომელიც არც თუ ისე განვითარებულია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველა ტექნოლოგია დანარჩენი მსოფლიოსგან, რომ ჰქონდეს ცხოვრების მსგავსი დონე და იყოს გლობალური ეკონომიკის ზრდის ნაწილი', - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, შოლცმა ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა , რომ რუსეთთან ურთიერთობა ვეღარ დაუბრუნდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ არსებულ დონეს. გერმანიაში გამართული სამიტის შემდეგ შვიდი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და  დიპლომატიური დახმარება გაუწიონ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics