10:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 17:29:31, 552 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს

FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მას აქვს ძალიან გრძელი სია იმ ადამიანების ჩამონათვალით რომელსაც სურს საქართველოს ომში ჩართვას დაწყებული მარგველაშვილიდან გაგრძელებული უკრინის მაღალჩინოსნებით.

"FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ - დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ". - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ,რომ დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, არ შეესაბამება სიმართლეს და ასევე გარკვევით თქვა რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics