01:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 11:52:30, 1022 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და  ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics