16:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:36:10, 2786 ნახვა

მსოფლიო
ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში 46 ადამინი გარდაცვლილი იპოვეს

ტეხასის შტატში, სან ანტონიოში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.

სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველის ჩარლზ ჰუდმას განცხადებით, მათ სატვირთოდან 16 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები და გონზე იყვნენ, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, რომლებიც სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

ჰუდის თქმით, სატვირთო მანქანიდან ამოღებული სხეულები „შეხებაზე ცხელი იყო“.
სატვირთოში არც კონდიცირება იყო და არც სასმელი წყალი. 

ხელისუფლების განცხადებით, გამოძიებაში Homeland Security Investigations, აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ფილიალიც ჩაერთო, რომელიც სპეციალიზირებულია ადამიანებით ვაჭრობის საქმეებში.

„ეს არაფერია, ვიდრე საშინელი ადამიანური ტრაგედია,” - განაცხადა სან ანტონიოს მერმა რონ ნირენბერგმა.

აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის კომისარის კრის მაგნუსის თქმით,ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, კონტრაბანდისტები ააგრძელებენ მოწყვლადი მოსახლეობის ექსპლუატაციას და ფინანსური სარგებლობისთვის მიგრანტების სიცოცხლისათვის დაუფიქრებლად საფრთხის შექმნას.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics