|
2022-06-28 10:30:50, 1169 ნახვა
რეგიონი
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგასაწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის, ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. უწყების ცბობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ყვარის მთა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგა, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა. რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და თიანეთის მერი ლევან წიკლაური გაეცნენ. „სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მათ შორის, ერთ-ერთი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ხორციელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ. თიანეთის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მოქმედი პროექტები მოტივაციაა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, თავადაც ჩაერთონ პროგრამებში და მიიღონ დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს, 19 მეპაიეს აერთიანებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 235,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა; კოოპერატივმა 302 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით მიიღო.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)