01:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:28:53, 668 ნახვა

საზოგადოება
თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა.

 უწყების ცნობით, თამილა ბარკალაიამ, სტუმრებს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში,  მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ამ სფეროში  დაგეგმილი ცვლილებები.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.  

როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილ ცვლილებების ეფექტურად განსახორციელებლად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესებში ILO-ს მხარდაჭერა და მისი ექსპერტების ჩართულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ILO-ს სპეციალისტი შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში ანტონიო სანტოსი, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის უფროსი ტექნიკური მრჩეველი კატალინ ტაცუ და პროექტის ოფიცერი ეკატერინე ქარჩხაძე. ასევე - სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი ლიკა კლიმიაშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics