|
2015-02-05 12:42:19, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო
„სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას. ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლებას იმის დამადასტურებელი ფაქტი აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა ნამდვილად მზადდება, აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს. „შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის პოლიტიკური სპეკულიანტი, ის უნდა საუბრობდეს ფაქტებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ რაიმე ფაქტი აქვთ მათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე რამეს გეგმავს არეულობის სახით ქვეყანაში, მოვითხოვთ გამოქვეყნონ ეს ფაქტები. ბოლო ერთი წელია გვესმის ეს ფაქტები უმრავლესობის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრების მხრიდან, მაგრამ ამას არანაირი ფაქტით გამყარება არ მოჰყოლია. სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)