12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 17:59:09, 979 ნახვა

პოლიტიკა
სანდუ - უკრაინაში ვიხილე ტრაგედია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია

საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწყვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და საბავშვო ბაღები. - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია.

"დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების ნახვით დავიწყეთ. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწყვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია.

ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, ცხოვრობს ომში. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაღა აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული გახდეს ის გაუმართლებელი დანაშაულები, რომელიც კონფლიქტის დროს ჩაიდინეს. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელბიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics