12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 14:59:54, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - „სირცხვილიას“ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღვიქვამთ

"სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს. 

მისი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დაწყებულ საქმეს წლის ბოლომდეც მიიყვანენ შედეგამდე.  

"მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა "სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, იმიტომ რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველ ეტაპზე გადადგა სათანადო ნაბიჯი და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე", - თქვა ნინო წილოსანმა. 

ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას პირობები წაუყენა, რის შესასრულებლად ერთი კვირა მისცა. როგორც „სირცხვილიას“  წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკომისიის გაწერილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics