16:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 11:46:27, 1346 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს ექსპორტს აკრძალავენ

რუსული ოქროს ექსპორტი აღარ დაიშვება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-სა და იაპონიაში, მკაცრი ახალი ზომების გამო, რომელიც  G7-ის სამიტზე გამოცხადდება,- წერს გავლენიანი გამოცემა Bloomberg.

მედიის ინფორმაციით, ახალი სანქციის მიზანია  ზეწოლა პუტინის ომის მანქანაზე. G7-ის ახალი გადაწყვეტილება სრულად გაწყვეტს რუსეთის, მსოფლიოში მეორე უდიდესი ოქროს მომპოვებლის კავშირს მსოფლიოს ორ მთავარ სავაჭრო ცენტრთან – ლონდონთან და ნიუ-იორკთან.

 რუსეთისთვის ოქროს  მთავარი საეექსპორტო საქონელია. ბოლო მონაცემებით, მისი წილი რუსეთის ეკონომიკაში 12,6 მილიარდი ფუნტია. ლონდონი არის ოქროს ვაჭრობის მთავარი გლობალური ცენტრი და გაერთიანებული სამეფოს სანქციები, დიდ გავლენას მოახდენს ოკუპანტ ქვეყანაზე.

„ზომები, რომლებსაც გამოვაცხადებთ, პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებს და დაარტყამს პუტინის ომის მანქანას.პუტინი ფლანგავს თავის კლებულ რესურსებს ამ უაზრო და ბარბაროსულ ომზე. ის თავის ეგოს აფინანსებს როგორც უკრაინელი, ისე რუსი ხალხის ხარჯზე. ჩვენ არ გვჭირდება პუტინის რეჟიმის დაფინანსება.",- განაცხადა ბრითანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს იმპორტის შეზღუდვები ახლა ვრცელდება 13,5 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების რუსულ ექსპორტზე. დიდმა ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100-ზე მეტ კომპანიას პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics