12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 15:27:19, 988 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანულენოვანი ეთნიკური ჯგუფის სათემო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მანიფესტი - „ ჩვენ ვირჩევთ ევროპას "

ჩვენ ვირჩევთ ევროპას. - საქართველოს განაცხადეს აზერბაიჯანულენოვანი ეთნიკური ჯგუფის სათემო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

მათივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი გარანტია. 

"საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი ეთნიკური ჯგუფის სათემო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მანიფესტი:
საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციები და მათი წევრები ვეხმიანებით ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის სტატუსის მინიჭებას.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. გვინდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს გულითადად მივულოცოთ ეს დიდებული ამბავი! სამწუხაროა, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი სათემო ორგანიზაციების მანიფესტის მიზანია ევროპულ უწყებებს, საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საქართველოს აზერბაიჯანული თემის ხმა, ხედვა და მოსაზრებები მიაწვდინოს.
საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციებსა და თემის სამოქალაქო აქტივისტებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი გარანტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რადგან - იგი იცავს არადომინანტური ჯგუფების უფლებებს; ქმნის სამართლიან და თანასწორ სისტემებს; უზრუნველყოფს თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და მრავალფეროვანი ჯგუფების ღირსეულ აღიარებას; სთავაზობს ხარისხიან და პროფესიონალურ განათლებას. ევროპა ჩვენთვის არის სივრცე სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სიტყვის თავისუფლება დაცულია.
ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ვირჩევთ საქართველოს თავისუფალ, თანასწორ, სამართლიან მომავალს. ჩვენ ვირჩევთ ევროპულ განათლებასა და ევროპულ ფასეულობებს. შესაბამისად, მივმართავთ ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, ევროპის პარლამენტსა და სხვა ინსტიტუტებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ ჩვენი, საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა და პოზიცია". - ნათქვამია მანიფესტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს, ასევე ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics