12:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 14:19:11, 952 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - EU-მ მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა, რაც მიტინგზე გაჟღერდა, აცდენილია დღის წესრიგს

EU-მ მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა, რაც მიტინგზე გაჟღერდა, აცდენილია დღის წესრიგს. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში 1987 წლიდან უწყვეტი აქციები გვაქვს.

"ის, რაც მიტინგზე გაჟღერდა აცდენილია ამ დღის წესრიგს, რომელიც ერთობლივია ევროკავშირის და საქართველოსი. ჩვენ დუღილის ტემპერატურა, რომელიც ვიცით, რა მიზნითაც იყო აწეული, უნდა დავაგდოთ, იმიტომ რომ ევროკავშირმა მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა და კეთილი ვინებოთ, ამ საგზაო რუკის ირგვლივ ვიმუშაოთ. საქართველოში 1987 წლიდან უწყვეტი აქციები გვაქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics