|
2022-06-25 13:06:42, 1560 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, 80 000 ადამიანი განიკურნა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაახლოებით 80 000 ადამიანი განიკურნა. პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება. ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. პროგრამის დასრულება და შესაბამისად ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ლონდონში, 22-26 ივნისს იმართება, ცენტრის მხრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს ეხება. მოხსენებებში განხილულია პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება, C ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ. „პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც 8 წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)