05:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 18:50:54, 992 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ტვ პირველის ჟურნალისტს - მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ

კახა კალაძე ტვ პირველის ჟურნალისტს - მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ

იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს.

მისი თქმით, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეს არის უზრდელობა.  

„რა პრეტენზია გაქვთ, უზრდელები ხართ და უზრდელურად იქცევით. მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში, არ ნიშნავს იმას, რომ თავზე გადაუაროთ ყველას, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეგ არის უზრდელობა. დავინახე და არ არის მისაღები ეს დამოკიდებულება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, როგორც იყო ეს ქალბატონ ეკასთან მიმართებაში. მე თქვენ პატივს გცემთ, იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მაგის შესაძლებლობას არ მოგცემთ არასდროს და მოყვება ამას შესაბამისი პასუხი“ - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics