17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 11:44:46, 837 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა.

მარგველაშვილის მიერ შედგენილ გზავნილს ხელი 2016 წლამდე მოქმედმა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა, მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებიმა მოაწერეს ხელი.

მარგველაშვილის თქმმით, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.

„მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინ წინ ზე აღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე ჩემი აზრით არის პოლიტპატიმრების გამოშვება.

კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგელაშვილის მიმართვას არ შეუერთდნენ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო პერიოდში არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეები.

„პრეზიდენტისგან ვიღაცამ გამომიგზავნა პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ასეთი წერილი უკვე გააგზავნა. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ისტორიული წერილია, სადაც ყველა ერთად მოვაწერდით ხელს. ჩვენი ყველას ბედზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი და მისი ისტორიული პერსპექტივა”,- დასძინა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics