17:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 21:41:01, 1143 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - გვჭირდება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის განეიტრალება, დანარჩენი თავის მოტყუებაა

გვჭირდება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის განეიტრალება, დანარჩენი თავის მოტყუებაა. - განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა.

"ჩვენთან ვითარება გაცდენილია მაგ ზღვარს. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს აქვს მნიშვნელობა და დეკლარილებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ გვჭირდება ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება, რაც ქართული ოცნების მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ ამაზე  საქართველოში ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია საუბრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics