|
2022-06-21 03:13:32, 1790 ნახვა
პოლიტიკა
აქციაში შინ ევროპისკენ 120 ათასიდან 135 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა - ექსპრესნიუსმა დათვლის ორი მეთოდი გამოიყენა
20 ივნისს “შინ, ევროპისკენ” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. ცენტრალურ ნაწილში საქართველოს პარლამენტის წინ, ასევე პირველი საშუალოს სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ ხალხი იდგა მჭიდროდ, ამ შემთხვევაში "ექსპრესნიუსი" იყენებს ჯეიკობსის ფორმულას, მჭიდრო აქციის პირობებში კვადრატულ მეტრზე 4.5 ადამიანი ეტევა, ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე. ოპერის და ბალეტის თეატრიდან "გალერეა თბილისამდე" ტერიტორიის ფართობი, 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს. მაგალითად, თუ ავიღებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ ტერიტორია დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრია, ყველაზე მჭიდრო განლაგების შემთხვევაში აქ დაახლოებით 11 250 ადამიანი დაეტევა (4.5x2500=11240). საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. როგორც "ექსპრესნიუსმა დათვალა, რუსთაველის გამზირზე ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გალერეა "თბილისამდე" MapChecking მონაცემებით, მინიმუმ 110 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 125 ათასი აქციის მონაწილე იდგა, MapChecking ითვალისწინებს ხალხის სიხალვათეს, აქციის როგორც, ერთ, ასევე მეორე ბოლოში. დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება. საბოლოო ჯამში, აქციის მონაწილეთა რაოდენობა, 110 ათასს ადამიანს აჭარბებს. გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)