20:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 11:24:04, 1230 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭა პერსპექტივა

17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც კი საბჭო დაამტკიცებს რეკომენდაციებს, მაშინვე დაიწყება მუშაობა ბრიუსელთან.

„17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. მეორე რაც ევროკომისიამ ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის, რომ საქართველოს მიენიჭორის ევროკავშირის წევრობის სტატუსი როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics