20:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 16:41:12, 1041 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - რატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას ,,ოცნება" ეს აძლევს შესაძლებლობას, წაგვართვას ევროპული მომავალი

რატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას ,,ოცნება" ეს აძლევს შესაძლებლობას, წაგვართვას ევროპული მომავალი. - განაცხადა " ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი რაც გაამართლებს თქვენს ჩუმად ყოფნას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ჩემი ქვეყნისთვის.

"სადა ხართ სტუდენტები? მასწავლებლები? რიგითი პოლიციელები, სადა ხართ ჯარისკაცები? სამხედრო წოდებით ადამიანები? სადა ხართ ექიმები? ბიზნესმენები? სადა ხართ საჯარო მოხელეები? ბაღის აღმზრდელები? სადა ხართ საელჩოებში მომუშავე პერსონალი? სადა ხართ მოქმედი ელჩები და დიპლომატები? რატომ ხართ ჩუმად? სადა ხართ პროფესორ მასწავლებლები? (ერთეულების გარდა, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ ეს ერთეულები ვერ შექმნიან სამწუხაროდ მძლავრ საპროტესტო ფონს)
სადა ხართ, რატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას ქართული ოცნება ჯერ კიდევ, თქვენი სიჩუმე უხანგრძლივებს და აძლევს შესაძლებლობას წაგვართვას ევროპული მომავალი. ვერ მოგიტანთ თქვენი პირადი წარმატება ბედნიერებას თუ ამ ქვეყანას თავისუფლება არ ექნება. ვერ იქნება თქვენი შრომა ნაყოფიერი თუ თქვენ ვინც მაგალითი უნდა იყოთ რიგითი მოქალაქეებისთვის არ ანახებთ რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა.
პოლიტიკოსები არ მოგწონთ? თქვენზე ძალიან იქნებ მეც მაქვს პრეტენზია მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე პოლიტიკოსებისთვის არ შემიხედავს ისე ვიბრძვი 10 წელია, როგორც შემიძლია. მარტივად შემეძლო ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება ამ ჯოჯოხეთისგან შორს რასაც ყოველდღიურად გავდივართ მე და ჩემი თანამებრძოლები 2012 წლიდან.
მე ვიცი სადაც ხართ, არჩევნებზე მინახიხართ უმრავლესობა, მონურად გაყუჩულები, არადა სამსახურის დაკარგვა ჯობდეს იქნებ თავისუფლების დაკარგვას - ერთხელ მაინც თქვენთვის.
არ არსებობს მიზეზი რაც გაამართლებს თქვენს ჩუმად ყოფნას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ჩემი ქვეყნისთვის. სხვისკენ ნუ გამოიშვერთ თითს, საკუთარ თავს შეხედეთ და გულებში ჩაიხედეთ". - განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics