11:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 12:58:25, 1693 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსებმა, ბოლო რამდენიმე კვირაში, პირველად მიაღწიეს პროგრესს ხარკოვში

რუსეთის არმიის ძალების უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია სევეროდონეცკის გარშემო, გარდა ამისა, მათ მოახერხეს გადაადგილება ხარკოვთან ახლოს, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით,  რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იწინასწარმეტყველა, რომ ჯარზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზრდება 600-700 მილიარდი რუბლით, რაც შეიძლება ნიშნავს დაფინანსების ზრდას დაახლოებით 20%-ით. 

"რუსეთის მთავარი ოპერატიული ძალისხმევა რჩება შეტევა სევეროდონეცკზე დონბასში. მისმა დასავლურმა ჯარისკაცების ჯგუფმა, სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად მიაღწია გარკვეულ პროგრესს ხარკოვის მიმართულებით", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

უკრაინული მედიის ცნობით,  რუსი ოკუპანტები უკრაინაში მაცივრის მაგნიტებსაც კი იპარავენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აღნიშნა, რომ დონეცკის რეგიონში  რუს ოკუპანტებს  გადაეცათ ჯართი საკუთარი საჰაერო თავდაცვის კომპლექსისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics