2022-06-08 17:41:15, 1527 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - საფრანგეთში სამი რუსული ტელეარხის აკრძალვა უპასუხოდ არ დარჩება
საფრანგეთში სამი რუსული ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვა უპასუხოდ არ დარჩება. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა სახელმწიფოსთვის.
"საფრანგეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ არა სიტყვით, არამედ ქმედებით ამტკიცებს "სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის იდეალებისადმი თავდაუზოგავ ერთგულებას". ამ ქმედებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და საპასუხო ნაბიჯს გადადგამს". - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,