|
2022-06-08 11:42:46, 752 ნახვა
საზოგადოება
თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო
ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა. თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. ყველაფერია, რაც შეიძლება იყოს პარკში, რათა ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ბავშვები გაერთონ, გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სკვერში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა. „მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს იყო ჩვენი დაპირება და ის შესრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ეს არის ყველაზე კარგი ემოცია, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით აბედნიერებ ადამიანებს. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)