15:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 13:20:22, 817 ნახვა

საზოგადოება
არც ერთი ახალი კადრი არ აგვიყვანია, შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი - „ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის თანამშრომლების პროტესტის პარალელურად, კომპანია "IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. 

როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, "ბორჯომს" არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია.

"როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული", - აცხადებენ კომპანიაში. 

ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება -  400 გაფიცულ თანამშრომელს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს, არ უშვებენ ავტომობილებს და არც სხვა თანამშრომლებს. 

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. 

თუმცა, გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ და მოითხოვენ მის ანაზღაურებას, ასევე უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics