15:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 14:22:57, 934 ნახვა

საზოგადოება
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი თეატრის რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.

"კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა გადაინაცვლა სამყაროდან სამყაროში". - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წწ. რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი.

1981-1988წწ. იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 100-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics