|
2022-06-04 23:35:14, 1297 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში ჩამოსული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ სოხუმში საქმე ღალატის მუხლით აღძრეს
თბილისში ჩამოსული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ღალატის მუხლით აღძრეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დაურ ბუავას წინააღმდეგ საქმე 19 მაისს აღიძრა. დაურ ბუავა თბილისში ტყვარჩელიდან 2021 წელს ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის TikTok-ზე ავრცელებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობებზე. 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“. აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“ დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ბუავა TikTok-ით ავრცელებდა ვიდეოებს, რომელიც მიმართული იყო "სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების" წინააღმდეგ. ბლოგერი ფორმულასთან ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძრას მოელოდა. "მე მინდა, ჩვენმა ხალხმა საერთო ენა იპოვონ და ურთიერთობა განაახლონ. რატომ აღძრეს საქმე ჩემზე? გაირკვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს მთავრობა, რომელსაც არ სჭირდება ჩვენი ხალხის ურთიერთობა და ქართველებისგან მტრის ხატს ქმნის. ჩემი აქ ყოფნა და ურთიერთობა ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები ჩვენი მტრები არ არიან. ამის გამო არ ვარ მისაღები [აფხაზეთის ე.წ. მთავრობისთვის]. TikTok-ზე ვაფიქსირებდი, რომ ვხედავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი იყოს რუსეთი", - ამბობს ბუავა ფორმულასთან. დაურ ბუავა ტიკტოკზე 2021 წლის შემოდგომიდან აქვეყნებს ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)