12:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 13:25:39, 1014 ნახვა

პოლიტიკა
მიგრანტთა ოჯახებისთვის 52 სახლის შესყიდვა მოხდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა. - ამის შესახებ ინგორმაციას დევნილთა სააგენტოო ავრცელებს.

მათივე თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, სააგენტო  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ  52  ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სახლებს თავად შეარჩევენ.  

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გამოყოფილი ბიუჯეტი 2022 წელს გაიზარდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics