|
2022-06-03 10:25:25, 979 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. 110 წლის წინ, 1912 წელს, საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო. დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 110 წელია ვიცავთ ბუნებას. ლაგოდეხის ნაკრძალი უნიკალური დაცული ტერიტორია. სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება. ჩვენი ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა, ჰქონდეთ შესაბამისი პირობები”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. „ბოლო წლებში, დაახლოებით, 170 მილიონი ლარია ინვესტირებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით; დაცული ტერიტორიების მასშტაბით, დაახლოებით 1000 კმ ბილიკის მოწყობა იგეგმება მომავალი 2 წლის განმავლობაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 400-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას. საქართველოს მთავრობის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს რეინჯერებზე. რეინჯერთა სამუშაო პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება. მათი სახელფასო ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, სტაბილურად უზრუნველყოფილი არიან სახელფასო დანამატით, შეეცვალათ და გაუუმჯობესდათ დაზღვევის სოციალური პაკეტები და სამუშაო ეკიპირება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 24 255 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 17 000 ჰა ხელუხლებელი და პირველყოფილი ტყეა და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და ლაგოდეხის აღკვეთილს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები კეთილმოწყობილია მარკირებული ბილიკებით, ტურისტული კოტეჯებით, საკემპინგეებით, საპიკნიკეებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია 150 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით.
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)