14:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 10:21:27, 803 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სამადაშვილზე - მარტივად გაიშიფრნენ - მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ

სალომე სამადაშვილი პირდაპირ გეგმას დებს, როდესაც პრემიერი და მინისტრები პარლამენტში იყვნენ, ვერ მოითმინა და თქვა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგესო, ეს არის მათი გეგმა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მარტივად გაიშიფრნენ და დაიწყეს საუბარი იმაზე, რაც უნდათ. სუბიექტურად, მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ. თუ დსთ-ში მყოფი მოლდოვის მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან და საქართველოს მიმართ - არა, ეს აქტიური ჩარევის შედეგი და ნამუშევარი არ იქნება ამ საკითხზე? ეს უნდათ დააჯერონ ქართულ ან დასავლურ საზოგადოებას?! მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?! ჩავწეროთ კონსტიტუციაში სამხედრო ნეიტრალიტეტი, უნდა ვიყოთ დსთ-ში და მაშინ უფრო მეტი შანსი გვექნება?! ეს უნდა უთხრას ვინმემ საქართველოს? ეს ასე არ არის, ეს არასამართლიანი იქნება და წარმოუდგენელია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, მაშინ საქართველოც მიიღებს, რადგან იმსახურებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics