14:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 18:50:12, 1094 ნახვა

პოლიტიკა
ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია წულუკიანმა მისივე გათავისუფლებული თანამშრომლების შედგენილი გეგმით დაიწყო

ხელოვნების მუზეუმიდან, უნიკალური ექსპონატების ევაკუაცია თეა წულუკიანმა იმ გეგმით დაიწყო, რომელიც მუზეუმის ყოფილმა და მისივე გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს. - განაცხადა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ეკა კიკნაძემ.

მისივე თქმით, წულუკიანმა ერთი წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა ერთი წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით.

"წულუკიანს მოუწია წასულიყო იმ გეგმით რომელიც გვქონდა შემუშავებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეს გასაკვირი არ არს იმიტომ რომ ეს გეგმა თავის დროზე შეადგინეს სამუზეუმო საქმის საუკეთესო სპეციალისტებმა ამ ქვეყანაში, რომლებსაც წულუკიანი დაუპირისპირდა, 1 წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა 1 წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ კოლექციის ინტერესია მთავარი და ის, რომ კოლექცია გადადის უსაფრთხო და მისთვის შესაბამის ადგილას, ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა" - განაცხადა ეკა კიკნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ნაწილის ტრანსპორტირება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics