14:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 11:57:21, 902 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და  მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების  ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics