2022-05-31 19:50:31, 1476 ნახვა
ომი უკრაინაში
მევედევი - ევროკავშირის სანქციები რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული
ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული.- განაცხადა დმიტრი მედვედევმა.
მისივე თქმით, ეს სანქიცბეი სიძულვილითაა მოტივირებული.
"ევროკავშირის სანქციები მოტივირებულია სიძულვილით და მიმართულია რუსეთის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.ეკონომიკური სანქციების გაუთავებელი ტანგო არ შეეხება რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, თუმცა დიდ ზარალს აყენებს მსხვილ ბიზნესებს". - განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,