|
2022-05-31 11:30:34, 1015 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ
ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა არჩიეს და ქარხნის ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები შემდეგია : ისინი ითხოვენ უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას, ძველი ხელშეკრულების პირობების მიხედვით მუშაობის გაგრძელებას, დავალიანების დაფარვას, ამასთან შანტაჟსა და ძალადობაში შემჩნეული პირების კომპანიიდან გათავისუფლებას. „თანამშრომლების უმრავლესობა ხელშეკრულებას არ დავეთანხმეთ, რის შემდეგაც წამივიდა ძალადობა, დაშინება და დაშანტაჟება. დღეს ჩამოსულია მაჭავარიანი, რომელსაც აქამდე არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა და ალბათ წამოვა რაიმე წინადადება“,- განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა. როგორც, პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განაცხადა, მთლიანობაში კომპანიის 800-მდე თანამშრომელია გაფიცული, კომპანია ახლა რთულ ვითარებაში იმყოფება, ვინაიდან საკუთარი არაორდინალური გადაწყვეტილებებითა და ქედებებით თავი „ჩიხში“ შეიყვანეს, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთი იქნება, რომ წამოვიდნენ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებზე. „დილის 06:00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა, როგორც ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს. დასაქმებულები ითხოვენ: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებასს და ხელფასების მომატებას, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას”,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)