03:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 22:44:53, 1638 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმოფის მკვლელობის გამჭირვალე გამოძიებას ითხოვს

ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმოფი სევეროდონეცკის მახლობლად გარდაიცვალა. 32 წლის ფოტორეპორტიორი BFM არხისთვის დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს აშუქებდა. ეს იყო მისი მეორე ვიზიტი უკრაინაში.

თანამემამულის გარდაცვალება ემანუელ მაკრონმა დაადასტურა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჟურნალისტი ცხელ წერტილში მუშაობდა, რათა მსოფლიოს ეჩვენებინა „ომის რეალობა“.

"ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში იმყოფებოდა ომის რეალობის საჩვენებლად. დახმარების ავტობუსში ის სასიკვდილოდ დაიჭრა რუსეთის ბომბებისგან გაქცეულ სამოქალაქო პირებთან ერთად." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომელიც კიევში იმყოფება, ტრაგედიის ღია გამოძიება მოითხოვა. კეტრინ კოლონამ მიუთითა "ორმაგ დანაშაულზე": ჟურნალისტის მკვლელობა და ჰუმანიტარული კოლონა დაბომბვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics