|
2022-05-30 14:43:20, 1318 ნახვა
საზოგადოება
წელის ტკივილი და მისი მკურნალობა
წელის ტკივილი მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. ბოლო წლებში მას მჯდომარე ცხოვრების წესსა და უმოძრაობას უკავშირებენ. ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა არასწორი მოძრაობა, მძიმე საგნის აწევა, დაჭიმულობა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან დაცემა გახდეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში წელის ტკივილის მთავარი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა სახის დაავადებაა. მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი მათ შორის ყველაზე გავრცელებულია. წელის ტკივილის მკურნალობა წელის ტკივილის მკურნალობის დროს პაციენტმა არ უნდა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები და რამდენიმე დღის განმავლობაში მოსვენებითი რეჟიმი უნდა შეინარჩუნოს. თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და ინდივიდუალური მკურნალობა დაგენიშნოთ.ხშირად წელის ტკივილის დროს ექიმი პაციენტს ცურვას, სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას ან წელის ქამრების გამოყენებას ურჩევს. წელის კორსეტი ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მისი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია საქართველოს მასშტაბით 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვას სერვისსაც. დარეგისტრირდით ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთში და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლეს დროში მოგაწვდით.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)