|
2022-05-29 18:41:55, 1291 ნახვა
საზოგადოება
ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია - Tbilisi Pride თავდასხმაზე
„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შსს-ს მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს „ტრანსფობიის სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.“ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. „2022 წლის 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30-მდე მამაკაცი აგურებითა და ქვებით ჯგუფურად დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს ტრანსგენდერ ქალებზე, ასევე სახლის მესაკუთრეზე და დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი. თავდასხმის დროს, ტრანსგენდერი ქალების მისამართით ისმოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფური თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული. ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. Ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. Სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია Ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება! მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად Მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის. სივრცე, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში. ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)